

აჭარის ღია ჩემპიონატი ფრენბურთში - „ზამთრის თასი 2024" შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის ფრენბურთელ გოგონათა გუნდმა მესამე ადგილით დაასრულა.
გორელებმა ხუთი შეხვედრა ჩაატარეს.
მესამე ადგილისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანის გუნდს დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 2:0 დაამარცხეს.
აღსანიშნავია, რომ შეჯიბრის ბოლოს სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ და გორელ მარიამ წულაიას საუკეთესო ლიბეროს ტიტული ერგო.
აჭარის ღია ჩემპიონატს ბათუმმა უმასპინძლა.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი