

გორელი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ წლის საუკეთესო მოჭიდავედ დაასახელა.
სპორტსმენმა მიმდინარე წელს ოთხ შეჯიბრში იასპარეზა.
შეგახსენებთ, გენო პეტრიაშვილს ოლიმპიურ თამაშებზე სამივე სინჯის მედალი აქვს მოპოვებული (2016 - ბრინჯაო, 2020 - ვერცხლი, 2024 - ოქრო).
გორელი ფალავანი მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონია.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი