

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, გორში ტრადიციული ალილოს მსვლელობა გაიმართა.
სასულიერო პირებმა, მახარობლებმა , სტიქაროსნებმა და მრევლმა ქალაქი ლოცვით და გალობით ფეხით შემოიარეს და მოსახლეობას ქრისტესშობა ახარეს.
ალილოს მსვლელობას შეუერთდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, შობის მახარობლებს დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
მეუფე ანდრიას გადაწყვეტილებით, შეგროვილი საშობაო ნობათი სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემათ.
საქართველოში ალილოს ტრადიცია სათავეს V-VI საუკუნიდან იღებს. მისი აღნიშვნა ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და ძალისხმევით 2000 წლიდან აღდგა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება