

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხის და ქვახვრელის საჯარო სკოლებს საჩუქრად წიგნები გადაეცა.
საგანმანათლებლო დაწესებულებებს სხვადასხვა ასაკზე, გემოვნებასა და ხარისხზე გათვლილი ლიტერატურა „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების“ თავმჯდომარემ გიორგი კეკელიძემ „ბიბლუსთან“ პარტნიორობით გადასცა.
აქტივობის მიზანი მოსწავლეებში წიგნის სიყვარულის პოპულარიზაციაა.
„ჩვენს სკოლას სტუმრობდა მწერალი გიორგი კეკელიძე, რომელმაც საჩუქრად ჩვენი მოსწავლეებისთვის საკითხავი ლიტერატურა დაგვიტოვა. მადლობა კეთილი საქმისა და ბავშვების გახარებისთვის“, - აღნიშნულია ქვახვრელის საჯარო სკოლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება