

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია იგეგმება.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 25 იანვარს დაიწყება.
სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 1 116 945 ლარია.
სამუშაოების დასრულების შემდეგ სასმელი წყლით 120-მდე ოჯახი ისარგებლებს.
პროექტი 2025 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.