

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა იგეგმება. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მსურველებს წინადადებების შეთავაზება6-დან11 თებერვლის ჩათვლით შეეძლებათ.
სამუშაოებისთვის 338 605 ლარია გათვალისწინებული.
პროექტის თანახმად, იგეგმება ახალი ჭაბურღილის და სადაწნეო კოშკის მოწყობა, ასევე, რეაბილიტირდება ქსელი.
პროექტის განხორციელების შედეგად, სასმელი წყლით 405 ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.