

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა იგეგმება, რისტვისაც ადგილობრივ თვითმმართველობას 381 125 ლარი აქვს გათვალისწინებული. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეებს კი, წინადადებების შეთავაზება 6-დან 11 თებერვლის ჩათვლით შეეძლებათ.
პროექტის თანახმად, იგეგმება ჭაბურღილის, მაგისტრალური მილსადენის და საქლორატოროს მოწყობა.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, შესაბამისი სამუშაოების დასრულების შემდეგ, სასმელი წყლით 556 ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.