

საქართველოში კორონავირუსისგან 5 პაციენტი განიკურნა - ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ.გვერდ stopcov.ge-ზე ამ წუთებში განახლდა.
ვებ.გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში დაფიქსირებულია კორონავირუსის 54 დადასტურებული შემთხვევა, მათ შორის 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3320 პირი, სტაციონარში კი, მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ 235 მოქალაქეა.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი