

გორში, სუხიშვილის ქუჩაზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 37 წლის ქალი მძიმედ დაშავდა.
დაშავებული სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
თვითმხილველთა თქმით, მძღოლმა, რომელიც ქვეითს დაეჯახა, შემთხვევის ადგილი მიატოვა.
ახლობლების ინფორმაციით, დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და კლინიკაში გადაყვანისას იგი უგონო მდგომარეობაში იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილითაა დაწყებული.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება