

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, სოფელ ზერტში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში ახალი ჭაბურღილები, მაგისტრალური წყლსადენის მილი, ასევე, შიდა ქსელი და ინდივიდუალური მრიცხველები მოეწყობა.
სამუშაოების ღირებულება 3 518 800 ლარია.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა აღარ შეაწუხებს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.