

უწყებათაშორისი საბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, დღეიდან შეწყდა მიკროავტობუსების, ავტობუსებისა და მატარებლების მოძრაობა. ქალაქიდან ქალაქში დაშვებულია მხოლოდ ავტომანქანებით გადაადგილება.
„საკოორდინაციო საბჭოს დამატებითი გადაწყვეტილებები საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვას გულისხმობს. თქვენ იცით, რომ ქვეყანა გადავიდა უკვე შიდა გავრცელების ეტაპზე და ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ შევაჩეროთ შიდა გადაცემის სისწრაფე. ამიტომ ვზღუდავთ ყველა საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, მათ შორის მატარებლით სამგზავრო გადაყვანას“, - განაცხადა პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება