

ესპანეთის ქალაქ მალაგაში გამართულ ევროპის თასზე გორელმა ძიუდოისტებმა ორი - ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
თამაზ ბიგანაშვილმა (+100 კგ.) და ზურაბ ჭიღლაძემ (81 კგ.) ასპარეზობა პირველი ადგილით და გამარჯვებულის სტატუსით დაასრულეს.
ლუკა ქარელიშვილი (90 კგ.) კი ბრინჯაოს პრიზიორია.
საპრიზო ადგილზე გასულ ძიუდოისტთაგან ორი - გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია, ზურაბ ჭიღლაძე კი ძიუდოს კლუბ ,,გორიჯვრის“ სპორტსმენია.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი