

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავში გზის რეაბილიტაცია ხორციელდება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, გზის საფუძვლის მოწყობა ხორციელდება.
გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 941 მეტრია.
პროექტის მიხედვით მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, მიერთებები, ეზოში შესასვლელები და სანიაღვრე სისტემა.
პროექტის ღირებულება 700 000 ლარზე მეტია.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.