

20 მარტს, გორის თეატრის სკვერში საქართველო-სომხეთის საფეხბურთო მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართება.
გორის მუნიციპალიტეტის მერია ფეხბურთის გულშემატკივარს საშუალებას აძლევს, საქართველოს ნაკრების თამაში დიდ ეკრანზე იხილოს.
მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.
ცნობისთვის, ერთა ლიგის პლეიოფში საქართველოს ნაკრები სომხეთს დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 20 მარტს ერევანში გაიმართება. 23 მარტს კი საქართველოს ნაკრები მეტოქეს „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი