

გორელმა მოცურავე ბარბარე ვირსალაძე ქვემო ქართლის ღია პირველობის გამარჯვებული გახდა. სპორტსმენმა ცურვის სახეობა „ბატერფლაიში“ (50 მ) საუკეთესო შედეგი აჩვენა და პირველ ადგილს დაეუფლა.
ნიკოლოზ მოგელაშვილმა კი გულაღმა ცურვაში (50 მ) მესამე ადგილი დაიკავა.
გარდა ამისა, ასპარეზობისას პირადი შედეგები ნიკოლოზ ჭულუხაძემ, გენო მაისურაძემ, ლუკა ვირსალაძემ, ნინი ბიბილურმა, ლიზი და ანა მაჭარაშვილებმა გააუმჯობესეს.
აღნიშნული შეჯიბრისთვის გორის გუნდი მარიკა კახიაშვილმა და ნინო შოშიაშვილმა მოამზადეს.
ქვემო ქართლის ღია პირველობა რუსთავში ჩატარდა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები სპორტსმენები ასპარეზობდნენ.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება