

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მენეჯერის მოადგილე ვახტანგ გიუნაშვილი მეთოდოლოგიური დარგის სპეციალისტებთან ერთად, მეცამეტე და მეთვრამეტე საბავშვო ბაღებში იმყოფებოდა.
ღონისძიება დედაენის დღესთან დაკავშირებით ჩატარდა.
სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, 5-6 წლიანთა ასაკობრივი ჯგუფის აღსაზრდელებმა ქართული ანბანის გარშემო ისაუბრეს. სტუმრების ჩართულობით სახალისო აქტივობებიც მოეწყო.
ცნობისთვის, 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.