

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.
კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რეისები 18 და 19 აპრილს შესრულდება.
რაც შეეხება მოძრაობის განრიგს, თბილისიდან მატარებელი 10:35 საათზე გავა და მგზავრები ბათუმში 16:10 საათზე ჩავლენ.
ბათუმი-თბილისის მიმართულებით კი რეისი 18:30 საათზე შესრულდება და მატარებელი თბილისში 23:47 საათზე იქნება.
მსურველები ბილეთების შეძენას საქართველოს რკინიგზის ოფიციალურ ვებ გვერდზე: gr .com .ge, ასევე სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში და საქართველოს რკინიგზი პარტნიორი კომპანიების მეშვეობით შეძლებენ.
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს