

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 81-მდე გაიზარდა.
ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4427 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ არის 257 პაციენტი.
საქართველოში, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან 13 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი