

გორში კლასიკური გიტარის საღამო - „კავატინა“ გაიმართება.
მსმენელის წინაშე თამარ გიუნაშვილი და ნიკოლოზ ღვინიაშვილი მოწვეულ მუსიკოსთან მიხეილ ჯინისიანთან ერთად წარსდგებიან და სხვადასხვა ნაწარმოებს შეასრულებენ.
ღონისძიება 29 აპრილს 18:00 საათზე დაიწყება.
საღამოს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გორის გიმნაზია უმასპინძლებს და დასწრება თავისუფალია.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი