

კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა, როგორც დაწყებითი ასევე საბაზისო საფეხურზე მყოფი მოსწავლეებისთვის სავალდებულო იქნება, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა განაცხადა.
ალექსანდრე წულაძემ განათლების სისტემის რეფორმის ახალ გეგმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცვლილება მიმდინარე წლის სექტემბრიდან შევა ძალაში.
„აქამდე, კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება - ისტის გაკვეთილები, მხოლოდ დაწყებით საფეხურზე იყო დაშვებული. 2025 წლის სექტემბრიდან კი, ახალი სტანდარტით დავამტკიცეთ კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლების სწავლება და როგორც დაწყებით, ასევე საბაზისო საფეხურზე სრულად, ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა“, – განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს