

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 83-მდე გაიზარდა.
ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული.
ამ დროისთვის, საქართველოში, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4641 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ არის 239 პაციენტი.
ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან 14 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი