

15 მაისი მოსამართლის პროფესიული დღეა. საქართველო აღნიშნულ თარიღს წელს ოცდამეორედ აღნიშნავს.
მოსამართლის დღე 2003 წლის 26 ივნისს, ედუარდ შევარდნაძემ საქართველოს პრეზიდენტის #284 ბრძანებულებით დააწესა.
„ქვეყნის საზოგადოებრივ-სამართლებრივ აღმშენებლობაში მოსამართლეთა როლის ამაღლების მიზნით დაწესდეს მოსამართლის დღე და აღინიშნოს ყოველი წლის 15 მაისს“, - წერია ბრძანებულებაში, რომელსაც ხელს საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტი აწერს.
თარიღს მართლმსაჯულების მსახურები ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავენ.
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს