

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი ადმინისტრაციის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა.
შეხვედრაზე შიდა ქართლში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.
როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, უმნიშვნელოვანესია, რომ ყველა პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს პასუხობდეს.
„შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო რეგიონში სოციალური და ინფრასრუქუტურული პროექტების მიმდინარეობას. შიდა ქართლში არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად მნიშვნელოვანია კოორდინირებული თანამშრომლობა, რაც პრიორიტეტული საკითხების დროულად და ეფექტიანად მოგვარების შესაძლებლობას იძლევა“, - აღნიშნავენ სამხარეო ადმინისტრაციაში.
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს