

გორში, კომბინატის დასახლებაში გადასასვლელ ხიდთან მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გზის საფეხმავლო მონაკვეთზე დაცემული მამაკაცი გამვლელებმა შენიშნეს და 112-ს აცნობეს, თუმცა, სასწრაფო დახმარების ჯგუფს პირი გარდაცვლილი დახვდა.
ცხედარს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს გორის განყოფილებაში უტარდება.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე).
ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცს, რომელიც ქვეითად გადაადგილდებოდა, გულის შეტევა დაემართა, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება