

გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ანა ფერაძის სახელობის გორის სამხატვრო სკოლაში (მის.: გორი, ფარნავაზის ქ. 1) ნამუშევრების გამოფენა დღეს, 30 მაისს მოეწყობა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიება 17:00 საათზე დაიწყება და დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, სკოლაში მოღვაწე პედაგოგთა მიერ შესრულებული, სხვადასხვა ჟანრის ნამუშევრები იხილოს.
გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება