

შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის ხელბურთელთა გუნდი საქართველოს ჩემპიონატის აღმოსავლეთ ზონის გამარჯვებული გახდა.
შეჯიბრზე გორელები 2014-2015 წწ. დაბადებულებს შორის ასპარეზობენ. ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპები 13-14 ივნისს ჩატარდება, სადაც დასავლეთ და აღმოსავლეთ ზონების საუკეთესო გუნდები გამოვლინდება.
საქართველოს ჩემპიონატზე გორის გუნდი შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობს: გაბრიელ გასირაშვილი (მეკარე), ბარბარე ბადაშვილი, ანასტასია გაგლოშვილი, დემეტრე მახარაშვილი, საბა მაზმიშვილი, გიორგი გორგიშელი, ნიკოლოზ წერეთელი, იოსებ ხუბულაშვილი და გუგა გვიმრაძე.
სპორტსმენთა მწვრთნლები ლაშა შემშენოვი, თორნიკე გაგლოშვილი და გია მამაცაშვილი არიან.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება