

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მონაცემთა ერთიან ბაზაში 94 საფუტკრე მეურნეობა და 3923 ფუტკრის ოჯახი დაარეგისტრირა, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, საფუტკრე მეურნეობის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია ხელს შეუწყობს ცხოველური წარმოშობის პროდუქტის მიკვლევადობას, მეფუტკრეობის სექტორის მოწესრიგებას, ბიოუსაფრთხოების სტანდარტების დაცვას და ფუტკრის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს სურსათის უვნებლობას, კონკურენტუნარიანობის, საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და აგროეკონომიკის მდგრად განვითარებას.
საფუტკრე მეურნეობის რეგისტრაცია უფასოა და შესაძლებელია სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ ოფისებში.
დაინტერესებულმა პირმა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად უნდა დარეკოს სამინისტროს ცხელ ხაზზე: 1501
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება