

საიუბილეო-საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, ანსამბლი „ორერა“ გორში კონცერტს გამართავს.
მუსიკალური საღამო კომბინატის კულტურის ცენტრის დიდ დარბაზში (მის: მშვიდობის №12ა) ჩატარდება და ხვალ, პირველ ივლისს, 18:00 საათზე დაიწყება.
კონცერტი, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით იმართება. ღონისძიება ანსამბლის საიუბილეო - დაარსებიდან 65 წლისთავს ეძღვნება.
დასწრება თავისუფალია.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი