

2025 წლის მაისში ეკონომიკური აქტივობის მაღალი ტემპი გაგრძელდა და ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 2025 წლის იანვარ-მაისის საშუალო ეკონომიკური ზრდა 8.8%-ით განისაზღვრა. მაისში ექსპორტი 15.7%-ით გაიზარდა და 580.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
2025 წლის პირველ კვარტალში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები წლიურად 2.3%-ით გაიზარდა და პირველი კვარტლის ჭრილში რეკორდული მოცულობა - 826 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება