

ვაჟა-ფშაველას სახელობის გორის №9 საჯარო სკოლის გუნდმა STEM ოლიმპიადაზე მესამე ადგილი დაიკავა.
სკოლის ადმინისტრაციის ცნობით, საგანმანათლებლო პროექტის ფინალში პირველი ტურის მიხედვით გამოვლენილი ათი საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი მონაწილეობდა.
STEM ოლიმპიადაზე №9 საჯარო სკოლის გუნდი შემდეგი შემადგენლობით მონაწილეობდა: თემური გალუსტიანცი, ნინი მაისურაძე, სალომე გოგოლაძე, ლიკა ბაზანდარაშვილი და ნინო ოთინაშვილი (მენტორი: მათემატიკის მასწავლებელი ნინო რაზმაძე).
STEM ოლიმპიადა საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტია, რომლის მიზანი საქართველოში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ხელმისაწვდომობის და პოპულარიზაციის ხელშეწყობაა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება