

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 103-მდე გაიზარდა.
ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ორი ერთეულით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც - ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის, საქართველოში, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5114 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ არის 263 პაციენტი.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი