

დღეს, 21 ივლისს, გორში კონცერტი „ოქროს ჰიტები - GOLDEN HITS” ჩატარდება.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება სტალინის სახლ-მუზეუმის სკვერში, შადრევანის მიმდებარედ ჩატარდება.
მსმენელის წინაშე ELIS BAND, NALI BAND, ზაზა მარჯანიშვილი და მარიკო ებრალიძე წარსდგებიან.
კონცერტი 20:00 საათზე დაიწყება.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი