

გორში, გურამ პაპიტაშვილის ქუჩის მიმდებარედ, დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს.
პროექტი „სამოქალაქო ბიუჯეტი 2025”-ის ფარგლებში ხორციელდება და ტერიტორიის გამწვანებას, ბილიკების, ბორდიურების, კაუჩუკის მოედნის, ატრაქციონების, სარწყავი სისტემის მოწყობას, განათების დამოტაჟებას და საპარკე ავეჯის განლაგებას ითვალისწინებს.
„პროგრამის - „სამოქალაქო ბიუჯეტი 2025“ მიზანი მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით განაწილებაა.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს 12 პროექტი განხორციელდება“, - აცხადებენ გორის მერიაში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება