

საფეხბურთო კლუბ „გორს“, სეზონის განახლებამდე, ახალი ფეხბურთელი შეემატა. ახალგაზრდა შემტევი მოთამაშე გიგა ბექაძე „გორის“ ღირსებას სეზონის ბოლომდე დაიცავს. როგორც კლუბში აცხადებენ, ბექაძეს გორელთა მაისურით წარსულშიც უთამაშია. ბოლო კლუბი კი, სადაც 21 წლის ფეხბურთელი თამაშობდა, ტყიბულის „მეშახტე“ იყო.
ცნობისთვის, გუნდი ლიგა 3-ის მეორე წრის თამაშებისთვის ემზადება. „გორი“ „გარდაბანს“ 21 აგვისტოს დაუპირისპირდება, 27 აგვისტოს კი თამაშს „თბილისი 2025“-თან გამართავს.დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება