

სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლა უცხო ენის - გერმანულის მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.
ვაკანტური პოზიცია კვირაში 12-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას V, VI, VII, XI, XII კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. რაც შეეხება სავარუდო ხელფასს, ყოველთვიური ანაზღაურება 1000-1200 ლარით განისაზღვრება. მსურველებს განაცხადის გაკეთების ვადა 31 აგვისტოს ეწურებათ.
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება