

გორის მუნიციპალიტეტის მერია ვაკანტური სამუშაო ადგილის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს. ადგილობრივმა თვითმმართველობამ ღია კონკურსი ეკონომიკის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე გამოაცხადა.
რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს, კანდიდატებს, უმაღლეს განათლებასთან და პროფესიული უნარ-ჩვევების ფლობასთან ერთად, ხუთწლიანი სამუშაო გამოცდილება მოეთხოვებათ.
დაინტერესებულმა პირებმა კონკურსში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.HR.gov.ge -ზე უნდა გაიარონ და კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადი უნდა წარადგინონ მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.
შესაბამისი კომისია, კონკრეტული პირის სამსახურში აყვანის გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობის საფუძველზე, განცხადების წარდგენის ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება