

გორის მუნიციპალიტეტში შიდა საუბნო გზების მოწესრიგება და სარწყავი და სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.
შესაბამის ღონისძიებებს კეთილმოწყობის სააგენტო რამდენიმე დღეა ახორციელებს.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, სპეც. ტექნიკა ამჯერად სოფელ ბერშუეთში მუშაობს. სარწყავი და სანიაღვრე არხები, უკვე გაიწმინდა ახალდაბაში, კარალეთში, მეჯვრისხევში, ატენში, სათემოში, ძევერასა და ტყვიავში.
რაც შეეხება შიდა საუბნო გზების მოწესრიგებას, გრუნტიანი გზა ტყვიავში, ბოშურში, მეჯვრისხევსა და ზემო ხვითში მოსწორდა და მოიხრეშა.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, მსგავსი სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც გაგრძელდება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება