

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ მერეთში შიდა გზის რეაბილიტაცია გრძელდება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტი სავალი ნაწილის, სანიაღვრე სისტემის, მიერთებების, ეზოებში შესასვლელების, საგზაო ნიშნების და მონიშვნების მოწყობას ითვალისწინებს.
„სამუშაოების ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გზის 393 მეტრიან მონაკვეთს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გვერდულების მოწყობა. შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება კი 213 904 ლარს შეადგენს“, - აცხადებენ გორის მერიაში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება