

„მუსიკალური შემოდგომა 2025“-ის ფარგლებში, გორში მორიგი კონცერტი გაიმართება.
19 სექტემბერს გორელი მსმენელისთვის ქეთი გომართელი, თამუნა ამონაშვილი, ჯემალ სეფიაშვილი, ცისანა სეფიაშვილი, ეკა კვალიაშვილი, ნიკოლშოუ, ჯგუფი „იბერია“, სტატუს ბენდი, ელენე ფოჩხუა და მანანა თოდაძე იმღერებენ.
კონცერტი ღია ცის ქვეშ, სტალინის სახლ-მუზეუმის სკვერში, შადრევანთანაა დაგეგმილი.
მუსიკალური ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საღამოზე დასწრება თავისუფალია.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება