

„მუსიკალური შემოდგომა 2025“ - გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში კონცერტი გაიმართება.
ღონისძიება დღეს, 16 აგვისტოს, 18:00 საათზე დაიწყება და ორგანიზატორების ინფორმაციით, მაყურებლის წინაშე კვარტეტი „ძველი თბილისი“ (ზაზა მამალაძე, ლევან ჯორჯიაშვილი, დავით მამალაძე, ბექა აბაიშვილი) წარსდგება.
საღამო საკონცერტო ტურნეს ფარგლებში, საქართველოს კულტურის სამინისტროს, გორის მუნიციპალიტეტის მერიის და „შემოქმედებითი საქართველოს“ ორგანიზებით იმართება.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება