

ალიოშა ჯაფარიძის და ზურაბ ფალიანის ხსოვნის მემორიალურ ტურნირზე კრივში გიორგი კანდელაკის სახელობის ვარიანის კრივის სკოლის სპორტსმენებმა ერთი - პირველი და ორი მეორე ადგილი დაიკავეს.
შეჯიბრის გამარჯვებული ნიკოლოზ ხიზანიშვილი გახდა. სპორტსმენი 57 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
მეორე ადგილს კი ლუკა ქოქაშვილი (46 კგ.) და ილია პაპუაშვილი (75 კგ.) დაეუფლნენ.
აღსანიშნავია, რომ ტურნირის ყველაზე ტექნიკური მოკრივის პრიზი ვარიანელ სპორტსმენს, ზაზა მდინარიძეს გადაეცა.
საპრიზო ადგილებზე გასულ მოკრივეთა მწვრთნელები თემურ აბულაძე, გელა სხირტლაძე და მიხეილ გაბინაშვილი არიან.
ალიოშა ჯაფარიძის და ზურაბ ფალიანის ხსოვნის მემორიალური ტურნირი მესტიაში ჩატარდა. შეჯიბრი ჭაბუკთა შორის მიმდინარეობდა.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება