

ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო სკვერებსა და რეკრეაციულ სივრცეებში სხვადასხვა სახის სამუშაოს ახორციელებს.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და თანამშრომლები სკვერებსა და სხვა გამწვანებულ სივრცეებში ყოველდღიურად რწყავენ ნარგავებს, თიბავენ ბალახს და ამუშავენემ ნიადაგს. მიმდინარეობს, ასევე, მრავალწლიანი ხმელი და ნახევრადხმელი ხეების ჭრა-გადაბელვა და დეკორატიული ბუჩქების სხვლა-ფორმირება.
„სეზონური სამუშაოების პარალელურად, ხდება სკვერებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის განახლება, სკამების და ურნების რესტავრაცია“, - აცხადებენ კეთილმოწყობის სააგენტოში.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება