

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადარბაზევის ტბის მიმდებარედ საცხენოსნო დოღი გაიმართა.
შეჯიბრში საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ცხენოსნები ასპარეზობდნენ. მონაწილეები პირველობისთვის ერთმანეთს სხვადასხვა დისტანციაზე ეჯიბრებოდნენ.
რაც შეეხება დაჯილდოებას, გამარჯვებულებს ფულადი პრიზები, თასები და მედლები, დოღის ყველა მონაწილეს კი სიგელი გადაეცა.
საცხენოსნო დოღი გორის მუნიციპალიტეტის მერიის და სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სარეაბილიტაციო საცხენოსნო კლუბის - „კენტავრი“ თანადაფინანსებით და შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, სპორტული აქტივობის მიზანს ცხენოსნობის პოპულარიზაციის ზრდის ხელშეწყობა და სპორტის აღნიშნული სახეობით მეტი ახალგაზრდის დაინტერესება წარმოადგენდა.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება