საზოგადოება
18.09.2025 13:01
18-20 სექტემბერს საქართველოში ამინდი გაუარესდება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

დღეიდან,18 სექტემბრის დღის ბოლოდან - 20 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერ წვიმასთან ერთად, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანო მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები