

პროექტ „სერტუსის“ (ინგლისური ენის ცოდნის დონის დასადგენი ტესტირება) ფარგლებში, ტესტირებაზე გასვლის მსურველებს რეგისტრაციის გავლა 22 სექტემბრის 17:00 საათის ჩათვლით შეუძლიათ.
რაც შეეხება განრიგს, მორიგი ტესტირება 24 სექტემბერს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩატარდება.
„მონაწილეს შეუძლია ჩააბაროს როგორც მთლიანად ტესტი, ისე მისი ცალკეული ნაწილი/ნაწილები. ერთი ნაწილის ჩაბარების შემთხვევაში (მაგ.: მოსმენა) მონაწილე მიიღებს შესაბამის ცნობას. სერტიფიკატი კი, რომლის მოქმედების ვადაც 3 წელია, ტესტის სრულად (ოთხივე ნაწილის) ჩაბარების შემთხვევაში გაიცემა. მნიშვნელოვანია, რომ გადაბარების 6-თვიანი მოცდის პერიოდი ერთ თვემდე შემცირდა“, - აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
მსურველებს, აღნიშნულთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაციის ნახვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე შეუძლიათ.
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს