გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრი საგუნდო მუსიკის ფესტივალს უმასპინძლებს.
ღონისძიება გორის თეატრის და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართება.
ფესტივალი 23 სექტემბერს 18:30 საათზე თეატრის სკვერში საზეიმოდ გაიხსნება. მუსიკალური საღამოები 26 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება და 19:00 საათზე დაიწყება.
რაც შეეხება პროგრამას, 23 სექტემბერს მსმენელის წინაშე თბილისის ქალთა გუნდი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური გუნდის დირიჟორობის მიმართულების სტუდენტთა გუნდი და გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის გოგონათი გუნდი წარსდგებიან.
24 სექტემბერს სცენას ვაჟთა გუნდი „მძლევარი“, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლი „მართვე“, ანსამბლი „გორი“, გორის ეთნოგრაფიული ანსამბლი „რიხი“ და გორის სალოტბარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი დაიკავებენ.
25 სექტემბერს თსუ-ს სტუდენტური კაპელა, ანსამბლი „თუთარჩელა“ და თელავის ქალთა კამერული გუნდი, 26 სექტემბერს კი თბილისის ეროვნული სასახლის ახალგაზრდული კაპელა, აფხაზეთის კაპელა, გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის გოგონათი გუნდი და სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო სახელმწიფო კამერული გუნდი წარსდგებიან.
ფესტივალზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა როგორც თეატრის სალაროში (577 39 03 50), ასევე ვებგვერდზე: Biletebi . Ge შეუძლიათ.