3X3-ზე კალათბურთში გამართულ შიდა ქართლის პირველობაზე გორის გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა.
ტურნირს, რომელიც „შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2025“-ის ფარგლებში ჩატარდა, კასპის სპორტულმა კომპლექსმა უმასპინძლა.
შეჯიბრის გამარჯვებული კასპის მუნიციპალიტეტის გუნდი გახდა. მეორე ადგილზე ქარელის გუნდი გავიდა. ხაშურის გუნდმა კი ასპარეზობა მეოთხე ადგილით დაასრულა.
რაც შეეხება დაჯილდოებას, გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს ფულად პრიზებთან ერთად, თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.
ცნობისთვის, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, „შიდა ქართლის სპორტული თამაშები“ სპორტის ოთხ სახეობაში 2022 წლიდან იმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქტივობის მიზანს, სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია წარმოადგენს.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს