საზოგადოება
22.09.2025 12:43
დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გორში აქცია გაიმართა

დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გორში აქცია მოეწყო.

ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა და აქტივობაში ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა.

„აღსანიშნავია, რომ გორის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მსოფლიო დღე ყოველ წელს აღინიშნება, რაც მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ახალგაზრდებმა გორში არსებული რეკრეაციული სივრცეები დაასუფთავეს და ასე შეუერთდნენ დასუფთავების საერთაშორისო კამპანიას“, - აცხადებენ გორის მერიაში.

ცნობისთვის, აღნიშნული საერთაშორისო კამპანია 1993 წელს, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით დაფუძნდა და მასში მსოფლიოს 133 ქვეყანაა ჩართული.

კვირის ამბები