გორის საფეხბურთო გუნდი - „გორი 2013“ ფესტივალის - „JUNIOR MASTER LEAGUE” მეორე ადგილის მფლობელია.
ფინალურ ეტაპზე ადგილობრივი გუნდი თბილისის „ვიკინგებს“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:4 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ შეჯიბრის ბოლოს სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ფეხბურთელები გამოვლინდნენ. გორელთაგან საუკეთესო ფეხბურთელად და ბომბარდირად ანტონ მერაბიანი დასახელდა. საუკეთესო მეკარე კი გაბრიელ გიგაური გახდა.
ტურნირზე გორის გუნდი შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: გაბრიელ გიგაური, მირიან აბულაძე, გიორგი ხითარიშვილი, მიხეილ კვიწინაძე, ანტონ მერაბიანი, მათე აწკარუნაშვილი, გიორგი შეყილაძე, ნიკოლოზ მეგრელიშვილი, ლუკა მუზაშვილი, იოანე გოგიაშვილი კახი ბოჭორიშვილი და ანდრია ნასყიდაშვილი.
სპორტსმენთა მწვრთნელები გიორგი წკრიალაშვილი და არჩილ ხაჩირაშვილი არიან.
სპორტული აქტივობა 2013 და 2014 წელს დაბადებულ ბავშვთა გუნდებს შორის ჩატარდა. ჩემპიონატში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რეგისტრირებული 12 გუნდი მონაწილეობდა.