საზოგადოება
23.09.2025 11:07
სკოლებში ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ზოგადი განათლების I-XII კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე I-XII კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდის ჩატარების და ექსტერნად რეგისტრაციის ვადები დაადგინა.

უწყების ინფორმაციით, მსურველი პირები დარეგისტრირებას 3 ოქტომბრის ჩათვლით შეძლებენ, ხოლო გამოცდები 8 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდება.

ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებით დაინტერესებულმა სრულწლოვანმა პირმა, ან, დაინტერესებული არასრულწლოვანი პირის კანონიერმა წარმომადგენელმა, რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში, აუცილებელ დოკუმენტაციასთან ერთად, რეგისტრაციის თაობაზე განცხადებით რესურსცენტრს უნდა მიმართოს.

დამატებითი ინფორმაციის მიღება, ასევე, შესაძლებელია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცხელ ხაზზე: (995 32) 2 200 220.

კვირის ამბები